პოსტ-კოვიდ სინდრომი

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების პროცესში თავს იჩენს სხვადასხვა ჩივილი. სიმპტომების სპექტრი ფართოა და შესაძლოა, იყოს როგორც ახალი ან უკვე არსებული, COVID-19-ის მწვავე ფაზის დროს განვითარებული. ევექსი კლინიკების კლინიკურმა გუნდმა, პანდემიის ფარგლებში, შეისწავლა მსოფლიოში პოსტ-კოვიდ სინდრომის ამ მომენტისთვის არსებული გამოცდილება და რეკომენდაციები, რომ კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის შეექმნა პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში კოვიდ გადატანილი პაციენტები შეძლებენ გამოიკვლიონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ თავიდან აირიდონ კოვიდის გადატანის შემდგომი გართულებები.

გაიგეთ მეტი პოსტ-კოვიდ გამოკვლევები

საერთაშორისო სპეციალისტების ვიდეო განმარტება

პოსტ-კოვიდ გამოკვლევები

ევექსი კლინიკების პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კლინიკური გუნდის მიერ შემუშავდა რეკომენდებული გამოკვლევების ჯგუფები კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის. პაციენტთა დაჯგუფება მოხდა გადატანილი დაავადების სიმძიმისა და ქრონიკული დაავადებების სირთულის მიხედვით. დიაგნოსტური პაკეტების ფასი 62 ლარიდან იწყება. დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, იხილოს თითოეული კვლევის შესახებ ინფორმაცია. პოსტ-კოვიდ პროგრამაში ჩართვისთვის დაგვიკავშირდით ევექსი კლინიკების ცხელ ხაზზე და ჩაეწერეთ ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმთან ვიზიტზე.

გამოკვლევები A

COVID-19-ის უსიმპტომო მიმდინარეობა

დიაგნოსტური გამოკვლევები თანმხლები, ქრონიკული დაავადებების არმქონე პაციენტებისთვის, რომელთაც ლაბორატორულად დაუდასტურდათ COVID-19 და დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ.

სრულად ნახვა

გამოკვლევები B

COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომური მიმდინარეობა

დიაგნოსტური გამოკვლევები თანმხლები, ქრონიკული დაავადებების არქმონე პაციენტებისთვის, რომელთაც ლაბორატორულად დაუდასტურდათ COVID-19 და დაავადება მიმდინარეობდა მსუბუქი სიმპტომებით.

სრულად ნახვა

გამოკვლევები C

COVID-19-ის მსუბუქი/საშუალო მიმდინარეობა

დიაგნოსტური გამოკვლევები პაციენტებისთვის თანმხლები, ქრონიკული დაავადებებით, რომელთაც ლაბორატორულად დაუდასტურდათ COVID-19 და დაავადება ხასიათდებიდა მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით.

სრულად ნახვა

გამოკვლევები D

COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობა

დიაგნოსტური გამოკვლევები პაციენტებისთვის, რომელთაც ლაბორატორულად დაუდასტურდათ COVID-19 და დაავადება მიმდინარეობდა მძიმედ.

სრულად ნახვა

სიახლეები

გაეცანით უახლეს ამბებს პოსტ-კოვიდ სინდრომის შესახებ

რას მოიცავს პოსტ-კოვიდ პროგრამა?

რას მოიცავს პოსტ-კოვიდ პროგრამა?

24 ივნისი, 2021

ევექსი კლინიკების პოსტ-კოვიდ პროგრამის შესახებ ექიმებმა გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“  ისაუბრეს... კითხვის გაგრძელება

ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებაზე საუბრობს

ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებაზე საუბრობს

06 მაისი, 2021

ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას გვიზიარებს.... კითხვის გაგრძელება

პოსტ-კოვიდ სინდრომზე ოჯახის ექიმი ნანა თადიაშვილი საუბრობს

პოსტ-კოვიდ სინდრომზე ოჯახის ექიმი ნანა თადიაშვილი საუბრობს

06 მაისი, 2021

ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმი ნანა თადიაშვილი, რომელმაც ოთხი თვის წინ ინფიცირების მძიმე მიმდინარეობით გადაიტანა კოვიდ-19, ვირუსთან გამკლავების გამოცდილებას გვიზიარებს.... კითხვის გაგრძელება

თუ კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ თავს ისევ ცუდად გრძნობ

თუ კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ თავს ისევ ცუდად გრძნობ

13 აპრილი, 2021

დაღლილობა, თავის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ხშირი ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, ყნოსვის დაქვეითება, გემოს შეგრძნების დაკარგვა, შფოთვა ან დეპრესია, დაბნეულობა... კითხვის გაგრძელება

ONLINE ვებინარი: „პოსტ-კოვიდ სინდრომის შესახებ“

ONLINE ვებინარი: „პოსტ-კოვიდ სინდრომის შესახებ“

13 აპრილი, 2021

7 მარტს, ევექსი კლინიკების ორგანიზებით, პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  გაიმართა ONLINE ვებინარი: „პოსტ-კოვიდ სინდრომის შესახებ.“... კითხვის გაგრძელება

პოსტ-კოვიდ ქვიზი

ევექსი კლინიკების კლინიკური გუნდის მიერ შემუშავდა სპეციალური კითხვარი, რომლის შევსებითაც ექიმთან კონსულტაციამდე, საორიენტაციოდ, გაიგებთ, რომელი პოსტ-კოვიდ გამოკვლევებია რეკომენდებული თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ქვიზის დაწყება პოსტ-კოვიდ გამოკვლევები