კოვიდ-19-ის ხანგრძლივმოქმედი ეფექტი

06 აპრილი, 2021

COVID-19-ის სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება  თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. ვირუსმა შესაძლოა დააზიანოს ფილტვები, გული და ტვინი, რაც ზრდის ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემების რისკს.

ადამიანების უმეტესობა, რომლებიც  კორონავირუსით (COVID-19)  დაავადნენ სრულად გამოჯანმრთელდნენ რამდენიმე კვირაში. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს, მათ შორის, დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე პირებსაც კი, თავდაპირველი გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ უვლინდებათ სიმპტომები.

ასეთი ადამიანები ზოგჯერ საკუთარ თავს "გრძელვადიან მატარებლებად" მოიხსენიებენ, ამ მდგომარეობას კი პოსტ- კოვიდური სინდრომი, იგივე "გრძელი COVID-19" ეწოდა. 

COVID-19-ის ხანგრძლივ სიმპტომებს, უფრო ხშირად, ხანდაზმული ადამიანები და მრავალი სერიოზული სამედიცინო ანამნეზის მქონე პირები განიცდიან. თუმცა ინფიცირებიდან რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში შესაძლოა შეუძლოდ იგრძნონ თავი ახალგაზრდებმა და ზოგადად ჯანმრთელმა ადამიანებმაც კი. 

ყველაზე ფართოდ გავრცელებული გრძელვადიანი სიმპტომები შესაძლოს იყოს: 

  • მოთენთილობა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ხველა;
  • სახსრების ტკივილი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში.

 

სხვა ხანგრძლივმოქმედი ნიშნები და სიმპტომებია: 

  • კუნთების და თავის ტკივილი;
  • აჩქარებული ან არითმიული გულისცემა;
  • ყნოსვისა და გემოს დაკარგვა;
  • მახსოვრობის, კონცენტრაციის ან ძილის პრობლემები;
  • გამონაყარი ან თმის ცვენა.

 

COVID-19- ით გამოწვეული ორგანოების დაზიანება

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 განიხილება, როგორც დაავადება, რომელიც პირველ რიგში აზიანებს ფილტვებს, მას ასევე შეუძლია დააზიანოს მრავალი სხვა ორგანოც, რამაც შეიძლება გაზარდოს ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემების რისკი. 

ორგანოები, რომლებზეც შეიძლება იმოქმედოს COVID-19-მა:

 

  • გული - COVID-19–ის გადატანის და გამოჯანმრთელებიდან  რამდენიმე თვის შემდეგ ჩატარებულმა ტესტებმა გამოავლინა გულის კუნთის დაზიანება, იმ ადამიანებშიც კი, რომლებმაც  COVID-19-ის მხოლოდ მსუბუქი ფორმა გადაიტანეს. არსებულმა მდგომარეობამ მომავალში შესაძლოა გაზარდოს გულის უკმარისობის ან გულის სხვა გართულებების რისკი. 
  • ფილტვები - პნევმონიის ტიპმა, რომელიც ხშირად ვითარდება COVID-19-ით ინფიცირებისას, შეიძლება გამოიწვიოს ფილტვებში არსებული მცირე საჰაერო ტომრების (ალვეოლების) გრძელვადიანი დაზიანება. შედეგად მიღებულმა ნაწიბურებმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები.
  • ტვინი - COVID-19-მა ახალგაზრდებშიც კი, შესაძლოა გამოიწვიოს ინსულტი, კრუნჩხვები და გილენ-ბარის სინდრომი, რაც დროებით პარალიზებას იწვევს. COVID-19-მა შესაძლოა გაზარდოს პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკი. 

 

თრომბები და სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები

COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების დაგროვება და თრომბების წარმოქმნა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის თრომბებმა შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი და ინსულტი, COVID-19-ით გამოწვეული გულის დაზიანების დიდი ნაწილი, მიჩნულია რომ წარმოიქმნება ძალიან მცირე ზომის თრომბისგან, რომელიც ბლოკავს გულის კუნთში არსებულ პატარა სისხლძარღვებს (კაპილარებს).

სისხლის კოლტები ასევე შესაძლოა განვითარდეს ფილტვებში, ქვედა სახსრებში, ღვიძლში და თირკმელებში. COVID-19-ს ასევე შეუძლია შეასუსტოს სისხლძარღვები და გამოიწვიოს გაჟონვა, რაც ხელს უწყობს ღვიძლისა და თირკმელების გრძელვადიან პრობლემებს.   

 

განწყობასთან და დაღლილობასთან დაკაშირებული პრობლემები

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ COVID-19-ის მწვავე სიმპტომები უხდებათ მკურნალობა საავადმყოფოში ფილტვების ვენტილაციისა და სუნთქვის აპარატების დახმარებით. ამ გამოცდილების მქონე ადამიანებს შესაძლოა დიდი ალბათობით განუვითარდეთ პოსტ-ტრავმული სტრესის სინდრომი, დეპრესია და შფოთვა.

იმის გამო, რომ რთულია ახალი კორონავირუსის გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირება, მეცნიერები COVID-19-ის მსგავსი ვირუსების გრძელვადიან შედეგებს სწავლობენ, რომლებიც  მწვავე რესპირატორულ სინდრომს (SARS) იწვევენ. 

ბევრ ადამიანს, ვინც SARS-ი გადაიტანა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი განუვითარდა. ასევე, განუვითარდათ უკიდურესი დაღლილობით გამოხატული კომპლექსური აშლილობა, რაც აუარესებს ფიზიკურ ან გონებრივ აქტივობას და არ უმჯობესდება დასვენებით. იგივე შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზეც, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს. 

 

COVID-19-ის  მრავალი გრძელვადიანი ეფექტი ჯერ კიდევ უცნობია

ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ იმოქმედებს COVID-19 ადამიანებზე დროთა განმავლობაში. მკვლევარები რეკომენდაციას უწევენ ექიმებს, რომ ყურადღებით დააკვირდნენ იმ პირებს, ვისაც ჰქონდათ COVID-19, იმისათვის რომ იცოდნენ როგორ  ფუნქციონირებენ მათი ორგანოები გამოჯანმრთელების შემდეგ.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უმეტესობა, ვინც COVID-19 გადაიტანა, სწრაფად გამოჯანმრთელდება. მაგრამ COVID-19–ის პოტენციურად გრძელვადიანი პრობლემები კიდევ უფრო აძლიერებს დაავადების გავრცელების შემცირების საჭიროებას, რაც ისეთი სიფრთხილის ნორმების დაცვით უნდა მოხდეს, როგორიცაა ნიღბების ტარება, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება და ხელების სისუფთავის დაცვა. 

თეგები

სტატიის გაზიარება

გაიარეთ ქვიზი

შეავსეთ ქვიზი და ექიმთან კონსულტაციამდე, საორიენტაციოდ, გაიგეთ რომელი პოსტ-კოვიდ გამოკვლევებია რეკომენდებული თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ახლა კითხულობენ

პოსტ-კოვიდ სინდრომზე ოჯახის ექიმი ნანა თადიაშვილი საუბრობს
სრულად ნახვა

პოსტ-კოვიდ სინდრომზე ოჯახის ექიმი ნანა თადიაშვილი საუბრობს

06 მაისი, 2021

ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმი ნანა თადიაშვილი, რომელმაც ოთხი თვის წინ ინფიცირების მძიმე მიმდინარეობით გადაიტანა კოვიდ-19, ვირუსთან გამკლავების გამოცდილებას გვიზიარებს....კითხვის გაგრძელება

ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებაზე საუბრობს
სრულად ნახვა

ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებაზე საუბრობს

06 მაისი, 2021

ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმი სოფო ჩხეიძე პოსტ-კოვიდ სინდრომთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას გვიზიარებს....კითხვის გაგრძელება

რას მოიცავს პოსტ-კოვიდ პროგრამა?
სრულად ნახვა

რას მოიცავს პოსტ-კოვიდ პროგრამა?

24 ივნისი, 2021

ევექსი კლინიკების პოსტ-კოვიდ პროგრამის შესახებ ექიმებმა გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“  ისაუბრეს...კითხვის გაგრძელება

დაგვირეკეთ

032 2 55 05 05